გაკვეთილის თემა
|
რა გავლენა მოახდინა 1832 წლის შეთქმულებამ?
|
სწავლების საფეხური
|
საშუალო.
მე-12 კლასი.
|
მოსწავლეთა პროფილი
|
12 მოსწავლე.
|
მიზანი
|
გაერკვევიან
აჯანყების გამომწვევ მიზეზში და აჯანყებით
გამოწვეულ პრობლემაში, დახვეწენ მონაცემთა დახარისხების, აქტიური
მოსმენის, არგუმენტებით მჯელობის,
ანალიზის და პრეზენტატორის უნარ ჩვევებს.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა,
|
მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ რამდენად მნიშვნელივანი იყო დამოუკიდებლობის აღდგენა
.
|
კავშირი საგნებთან
|
გეოგრაფია, ქართული, ხელოვნება
|
ე.ს.გ მისაღწევი შედეგები
|
ისტ.XII.4.მოსწავლეს შეუძლია პოლიტიკური
ისტორიის საკითხების კვლევა,მსოფლიო ისტორიის ჩამოყალიბების პროცესში საქართველოს
ადგილის განსაზღვრა.
|
წინარე ცოდნა
|
გაიხსენეთ და
ჩამოწერეთ ყველა ფაქტი,რომელიც, თქვენი აზრით,
კავშირშია 1832წლის შეთქმულებასთან.
|
რესურსები
|
სახელმძღვანელო,წყაროები,პროცესორი,კომპიუტერი
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
.A-ფაზა (გამოწვევა)
ვესალმები მოსწავლეებს,ვკითხულობ სიას, ვახდენ კლასის ორგანიზებას (2წთ.)
აქტივობა:1. წინა მასალის გამოკითხვა კითხვა-პასუხით. (5წთ)
აქტივობა:2. ვთხოვ მოსწავლეებს გაიხსენონ
და ჩამოწერონ ყველა ის ფაქტი,რომელიც
კავშირშია 1832წლის შეთქმულებასთან. ვუსვამ კითხვას:1. თქვენი აზრით რა აკავშირებდათ 1832წ. შეთქმულებასთან რომანტიკოსებს? კითხვა:2. გაიხსენეთ ვინ იყვნენ
შეთქმულების მონაწილენი?(5წთ)
აქტივობა: 3. შეთქმულების მონაწილეთა პორტრეტის ჩვენება
სლაიდებით.(3წ.)
B ფაზა(ცოდნის კონსტრუირება)
აქტივობა:1. მოსწავლეებს ვყოფ 3- ჯგუფად .ტესტსა და დაწყაროებს ვუნაწილებ თითოეულ ჯგუფს დასამუშავებლად (2წთ)
აქტივობა:2.ტესტისა და წყაროს დამუშავების შემდეგ
ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას (8წთ)
აქტივობა: 3. მოპოვებული იმპორმაციიდან გამომდინარე მოსწავლეები მართავენ
დისკუსიას კითხვა-პასუხის რეჟიმით და აკეთებენ დასკვნებს (5წთ)
C ფაზა (გამთლიანება)
აქტივობა:1. ვთავაზობ მოსწავლეებს
წინასწარ მომზადებულ სქემას ,, რა ვიცოდი, რა ვისწავლე, რა მინდა ვიცოდე” საიდანაც ადვილად
მოვახდენ იმის გარკვევას თუ რამდენად
მოახერხეს ახალი მასალის გაგება და რა ინტერესები აქვთ
თემის ირგვლივ. (3წთ)
აქტივობა:2.ქემის შევსების შემდეგ ვუსვამ
კითხვებს:
1.
სად ჩაეყარა შეთქმულებას საფუძველი ?
2.
ვივ იყვნენ შეთქმულები?
3.
რამ გამოიწვია შეთქმულების კრახით დასრულება?
4.
მათ ადგილას
თქვენ როგორ მოიქცეოდით? (5წთ)
აქტივობა:3. მოსავლეების შეფასება წინასწარ . შედგენილი სქემის
მიხედვით .(2წთ)
აქტივობა:4. დავალების მიცემა: დასერეთ თემა ,, რა მოხდებოდა შეთქმულების
გამარჯვების შემთხვევაში”(2წთ)
|
შეფასება
|
პრობლემის გააზრება.ინფორმაციის
მოპოვება,პოზიციის დაცვა და კრიტიკა,პრობლემის გადაჭრის გზების ძიება და თანამშრომლობის
უნარების შეფასება.
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Comments (Atom)
გაკვეთილის მსვლელობა რატომ არ გაქვს ფაზებად დაყოფილი? ასევე არ გაქვს დრო მითითებული
ReplyDeleteკარგია ლიანა
ReplyDeleteწარმატებები
ReplyDeleteწარმატებები
ReplyDelete